ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუჯაჰედინ-ე ხალქი ამოღებულია ტერორისტთა სიიდან


მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დაუყონებლივ შევიდა

ირანული ჯგუფი - მუჯაჰედინ-ე ხალქი აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს გააკეთა. მას, ასევე, მოეხსნა გლობალური ტერორისტის სახელიც. მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დაუყონებლივ შევიდა. წერილობით განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯგუფთან ამერიკული ორგანიზაციების თანამშრომლობის უფლებას იძლევა, რასაც დამატებითი ლიცენზია აღარ სჭირდება.

გადაწყვეტილება გამყარებულია აშშ-ის კანონმდებლობით, მხედველობაში მიღებულია, ასევე, მუჯაჰედინ-ე ხალქის მიერ ძალადობის საჯარო დაგმობა, ათ წელზე მეტი დროის მანძილზე მის სახელთან დაკავშირებული ძალადობის არ არსებობა და ერაყში მდებარე აშრაფის ნახევრადგასამხედროებული ბაზის დახურვაში თანამშრომლობა.

XS
SM
MD
LG