ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში მერების უარი ლტოლვილებს


ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სირიელი ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემის პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილებას იცავს. პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ შტატების გუბერნატორების ნაწილს ლტოლვილების მიღება არ სურს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალეხანდრო მაიორკასი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი გაითვალისწინებს ადგილობრივი გუბერნატორების შეშფოთებას. თუმცა, მათ აქვთ საშუალება საბუთების ადეკვატური შემოწმების და თავშესაფრის მინიჭების კონტროლის. ამიტომ მაიორკასი აცხადებს, რომ ადმინისტრაციის აზრით, „გუბერნატორთა შიში კარგად დასაბუთებული არ არის“.

XS
SM
MD
LG