ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სნოუდენის ექსტრადიციას ითხოვს


ვაშინგტონმა ჰონგ კონგის ხელისუფლებას სნოუდენის წინასწარ პატიმრობაში აყვანა მოთხოვა

თეთრი სახლი ჰონგ კონგისგან ედვარდ სნოუდენის სასწრაფო ექსტრადიციას ითხოვს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელს ჯაშუშობასა და ვაშინგტონის საიდუმლო სათვალთვალო პროგრამის გამჟღავნებაში ედება ბრალი.

" თუ ჰონგ კონგი არ იმოქმედებს სასწრაფოდ, ის დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კანონის უზენაესობისადმი მის დამოკიდებულებას" განაცხადა ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმცა თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
არსებული ინფორმაციით სნოუდენმა ჰონგ კონგს აფარებს თავს, ამასთან ის ადამიანის უფელებების დამცველი ადვოკატების მოლოდინშია.
XS
SM
MD
LG