ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმოწერის კონტროლი აშშ-ში


NSA Surveillance Snowden Profile

უცხოელთა კომუნიკაციების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ხდებოდა

ამერიკის უშიშროების სააგენტომ 2011 წლის სასამართლოს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2008-2011 წლებში ამერიკის მოქალაქეების 56 ათასი ელექტრონული წერილი და კომუნიკაციები უკანონოდ კონტროლდებოდა.
გუშინ ობამას ადმინისტრაციამ ეს დოკუმენტი იმ მიზნით გაავრცელა, რომ სააგენტოს სათვალთვალო პროგრამის ირგვლივ ატეხილ სკანდალს უფრო მეტი გამჭვირვალეობა შესძინოს.
როგორც ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლები აცხადებენ, სააგენტომ 2011 წელს შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ამერიკის მოქალაქეთა შორის მიმოწერის კონტროლი უცხოელთა კომუნიკაციების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ხდებოდა. სააგენტომ ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ საიდუმლო სასამართლოს მიმართა, რომელმაც ეს საკითხი განიხილა და პროგრამის გადახედვა და ადგილობრივი კომუნიკაციების კონტროლის შეწყვეტა დაავალა მას.
საბოლოოდ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ გაანადგურა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეცდომით იქნა შეგროვებული.
XS
SM
MD
LG