ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ბელგიას გამოძიებაში ეხმარება


შეერთებული შტატები აცხადებს, რომ უფრო მეტის უნდა გაკეთდეს ევროპაში უსაფრთხოებისთვის და დაზვერვის ინფორმაციის გაცვლის სისტემის გასაუმჯობესებლად.

თეთრი სახლის სპიკერმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარი თავდასხმები შეგვახსენებს, თუ რამდენად მნშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის პრინციპები.

მან კიდევ ერთხელ გაიმეროა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბელგიას მომხდარის გამოძიებაში.

გუშინ ბელგიის პროკურატურამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი გაათავისუფლა და მიზეზად მტკიცებულებების უქონლობა დაასახელა.

XS
SM
MD
LG