ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის ზოგიერთი უბანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა


ქარიშხალმა "სენდიმ" ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს უპრეცედენტო მასშტაბების ზარალი მიაყენა

ნიუ იორკის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი ჯერ ისევ ელექტრო ენერგიის, სასმელი წყლისა და კრიტიკული მნიშვნელობის სურსათის გარეშეა დარჩენილი. სუპერშტორმმა სენდიმ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს უპრეცედენტო მასშტაბების ზარალი მიაყენა.
კვირას ნიუ იორკში ყოველწლიური მარათონი იყო დაგეგმილი. ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მარათონი გეგმიურად ჩატარდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქალაქის მაცხოვრებლებმა გადაწყვეტილება გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ნიუ იორეკელების დიდი ნაწილი ჯერ ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია, ბლუმბერგმა გადაწყვეტილება შეცვალა და მარათონი გააუქმა.
მერის კრიტიკა იმანაც გაამძაფრა, რომ მარათონის ორგანიზატორებს მომარაგებული ჰქონდათ ისეთი რესურსები, რომელბიც სტიქიით დაზარალებული ხალხისთვის შეეძლოთ მიეცათ, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი სასმელ წყალს და სხვა რესურსებს მარათონისთვის ინახავდნენ.
XS
SM
MD
LG