ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები შტატებიდან გამოყოფას ითხოვენ


პერიფერიულ შტატებში მცხოვრები ამერიკელები ავტონომიას მოითხოვენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:23 0:00
ბმული

დასავლეთ „ მერილენდის ჯგუფის ინიციატივა“ ამ ეტაპზე ბოლოა, რომელიც კოლორადოს, მიჩიგანის, და კალიფორნიას ძალისხმევას შეუერთდა, სადაც აქტიური მოძრაობა დაიწყო შტატიდან გამოყოფის მიზნით. მათ ან საკუთარი საშტატო ერთეულის ჩამოყალიბება სურთ ან კი მეზობელ შტატთან შეერთება, სადაც ფიქრობენ რომ მათ პოლიტიკური შეხედულებები უკეთესად იქნება წარმოჩენილი.

სკოტ სტრჟელვსკი, რომელიც მერილენდის გამოყოფის მოსურნე ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია ამბობს, რომ პერიფერიულ, დასავლურ უბნებში მცხოვრები კონსერვატორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თავიანთ შტატებში ახალი გადასახადების შემოღებას, ეკოლოგიურ ნორმებს, იარაღის კონტროლს და საერთოდ ისეთი ზომების მიღებას, სადაც ლიბერალური უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ დასავლურ რაიონებში პოლიტიკური პროცესების წარმართვა ხდება.


სკოტ სტრჟელვსკი: საბოლოო ჯამში ჩვენი ინტერესები სათანადოდ წარმოდგენილი არ არის და თავად გადავწყვეტთ, გვყავდეს უკეთესი ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ინტერესებს უკეთესად გაითვალისწინებს თუ დავიშალოთ და საკუთარ შტატებს გამოვეყოთ.


ჩრდილოეთ კოლორადოს გამოყოფილ ჯგუფს იგივე პრეტენზიები და პრაქტიკულად იგივე ურბანული გამოყოფის იდეა ამოძრავებს. კონსერვატორი აქტივისტი და ფერმერი ბობ ბიბპრუეზი ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკით ცხადია, რომ დათმობაზე წასვლა არ ხდება, და როგორც ჩანს გამოყოფა შეიძლება იყოს ერთადერთი გზა იმისათვის, რომ უმცირესობამ თავისი პოლიტიკური უფლებები განიმტკიცოს.


ბობ ბიბპრუეზი: თუკი ამ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება გვსურს, საბოლოოდ შეიძლება ძალიან არასახარბიელო მიმართულება მივიღოთ. კარგი ხელისუფლების , განსხვავებული მთავრობის მოთხოვნის ნაცვლად ეგებ მართლა სხვადასხვა გზით უნდა წავიდეთ. მათ თავიანთ შტატს მიხედონ და ჩვენ- ჩვენსას.


თუკი ეს ინიციატივები საბოლოოდ მაინც არ განხორციელდა, ბიბპრუეზის თქმით, ამით კონსერვატულ მოძრაობის გაძლიერება მაინც ხდება. კოლორადოს ამომრჩევლებმა ცოტა ხნის წინ ორი დემოკრატი კანონმდებელი განმეორებითი არჩევნებიდან მათი პოზიციის გამო დაითხოვეს, რადგან ისინი იარაღზე კონტროლის გამკაცრებას უჭერდნენ მხარს.

შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით, ახალი შტატების ფორმირება კანონსაწინააღმდეგოდ არ ითვლება, თუმცა ამის განხორციელება კონგრესის ორივე პალატის თანხმობით მიიღწევა. წარსულში მსგავსი რამ მომხდარა, თუმცა ახლა ეს იშვიათობას წარმოადგენს. ცნობილი ფაქტია, როდესაც სამოქალაქო ომის დროს დასავლეთ ვირჯინია ვირჯინიის შტატს გამოეყო.


1959 წლის შემდეგ, როდესაც ჰავაი და ალასკა ამერიკის 49-ე და 50-ე შტატები გახდა, ახალი შტატი აღარ დამატებულა. თუმცა სტრჟელვსკი, ამბობს რომ შესაძლოა იმის დრო მოვიდა, რომ რადიკალურად შეიცვალოს შეერთებული შტატების გეოგრაფიული რუქა და ასობით ახალი შტატი წარმოიქმნას.


სკოტ სტრჟელვსკი; ამ შემთხვევაში არჩევანის საშუალება იქნება, და ყველა ეს განსხვავებული ადამიანი დაპირისპირების გარეშე ერთმანეთთან თანაცხოვრების ჰარმონიულ გზას აირჩევს. ძმა ძმასთან აღარ იბრძოლებს და მეზობელი- მეზობელთან. ეს არის ის, რაც საბოლოო ჯამში მეც მსურს, რომ ხელისუფლებამ თავი გაგვანებოს და ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ.


ბევრი ექსპერტი არ მოელის, რომ ამერიკის კონგრესი მხარს დაუჭერს რომელიმე ახალი შტატის ფორმირების პროცესს, რადგან ეს არსებულ ძალთა ბალანსს შეუქმნის საფრთხეს. მაიკლ ტრინკლინი, ავტორი წიგნისა“ დაკარგული შტატები“ რომელიც ამერიკის უახლეს ისტორიას და ახალი შტატების შექმნაზე მოგვითხრობს, ამბობს, რომ კონსერვატული შტატების გამოყოფის მომხრეებმა ისტორიიდან კარგი გაკვეთილი უნდა მიიღონ, და თუ რა გამოცდილება აქვთ ლიბერალური დომინირებით გამორჩეულ ტერიტორულ ერთეულებს, მაგალითად პუერტო-რიკოს. ეს ეხება ალასკის შტატსაც, რომელიც 1950 წელს ძლიერ ლიბერალურ შტატად ითვლებოდა, რომელიც კონსერვატულ ჰავაისთან ერთად შეერთებულ შტატებს შეუერთდა, რომლებმაც სახელმწიფოებრიობა ეროვნულ ძალთა ბალანსის ცვლილების გარეშე მიიღეს.


მაიკლ ტრინკლინი: არც ალასკას და არც ჰავაის გაერთიანება არ მოხდებოდა, რომ ერთად არ ემოქმედათ. ასეთი სიტუაციის დროს პარტნიორი გჭირდება და ამის დასტური მთლიანად ამერიკული პოლიტიკა გამოდგება.


თუმცა ტრინკლინი მაინც ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში გამოყოფის და ცალკე საშტატო ერთეულად ჩამოყალიბების იდეა ისტორიულად წარმატებით არ დასრულებულა. სტრჟელვსკი ამბობს, რომ იცის ამის განხორციელება რთული საქმეა, ზოგიერთის თქმით, თითქმის შეუძლებელიც კი, თუმცა ეს მისნაირი იმედგაცრუებული და შტატის ხელისუფლებისგან გარიყული პერიფერიაში მცხოვრები კონსერვატორებისთვის ერთადერთი გადარჩენის გზა არის.
XS
SM
MD
LG