ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ჩინეთში მოგზაურობის შესახებ რეკომენდაციებს ამარტივებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ჩინეთში, ან ჰონგ-კონგში მოგზაურობის მსურველი ამერიკელებისთვის რეკომენდაციებს ამარტივებს. რეკომენდაცია „არ იმოგაზურო“, „გაუმჯობესებული პირობებით“ შეიცვალა. უმაღლესი, მეოთხე დონის გაფრთხილება - „არ იმოგზაურო“, სახელმწიფო დეპრტამენტა ივნისში აამოქმედა.

ამერიკული სახელმწიფო უწყებები, პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს ამარტივებენ. 6 აგვისტოს, სახელმწიფო დეპარტამენტმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, აშშ-ის მოქალაქეებისთვის, საერთაშორისო მოგზაურობისგან თავშეკავების შესახებ რეკომენდაცია მოხსნა. ამის სანაცვლოდ, უწყებები ამერიკელებს ცალკეული ქვეყნებისთვის განკუთვნილ გაფრთხილებებს აძლევენ.

აშშ-ის დაავადებათა კონტოლისა და პრევენციის ცენტრმა, ასევე გააუქმა გლობალური გაფრთხილება, არაარსებითი მნიშვნელობის მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG