ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში გამოაქვეყნა


სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომით საკითხებში ტომ მალინოვსკი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის ყოველწლიური ადამიანის უფლებათა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. ანგარიში საქართველოში სოციალურ-პოლიტიკურ გამოწვევებსა და დასაქმების უფლებებზე ამახვილებს ყურადღებას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში შრომითი პირობების გაუმჯობესების მხრივ ბევრი რამაა შესაცველელი, მათ შორის, შესაქმნელია შრომის ინსპექციის ქმედითი მექანიზმი. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ დასაქმებულებს არ აქვთ დაცვის ელემენტარული უფლებები, კონკრეტულად კი დასაქმებულებს აქვთ შიში, რომ სამუშაო პირობების შესახებ დაჩივლების შემთხვევაში მათ შესაძლოა სამსახური დაკარგონ.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფოს არ აქვს სამუშაო ადგილზე დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკა.

ანგარიში სხვა ისეთ გამოწვევებზეც საუბრობს, როგორიცაა პოლიტიკური ზეწოლა დამოუკიდებელ მედია საშუალებაზე, ადამიანებისთვის დემონსტრაციის, შეკრებისა და გაერთიანების უფლების შეზღუდვაზე და პოლიტიკური ოპოზიციიის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებზე. სხვა თემებს შორის ასევე მოხვდა ძალადობა ქალების წინააღმდეგ, ნაადრევი ქორწინების ფაქტები და სამართალდამცავი სააგენტოების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევებზე რეაგირების არაეფექტური მექანიზმი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ასევე საუბრობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, რომლებიც ცენტრალური მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG