ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთად საზეიმოდ აღნიშნა გრძელვადიანი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ძალაში შესვლა.

თავის დროზე ხელშეკრულების პაკეტს 2007 წელს მოეწერა ხელი, თუმცა მის ამოქმედებას ორ ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა შეუშალა ხელი.

ბატონმა ობამამ სამხრეთ კორეიის პრეზიდენტს ლი-მუნ ბეკს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანმშრომლობისათვის.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკასა და სამხრეთ კორეას შორის გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულება ქვეყნებს შორის ძლიერ თანამშრომლობასა და ინვესტიციების გაზრდას შეუწყობს ხელს, რომელიც თავის მხრივ დადებითად აისახება მოსფლიოს მასშტაბითაც.

XS
SM
MD
LG