კონეკტიკუტის შტატის პატარა ქალაქ ნიუტონში მომხდარი საშინელი ხოცვა-ჟლეტის შედეგად 28 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი დაიღუპა. ამ ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შოკის მდგომარეობაში ჩააგდო.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯულია გილარდმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა, ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტმა და მსოფლიოს სხვა ლიდერებმა პრეზიდენტ ობამას სამძიმარი უთხრეს და თანადგომა აღუთქვეს.
ამერიკელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მიუსამძიმრეს:“ ქართველი ხალხის სახელით, ღრმა მწიხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა.“ აღნიშნულია საქართველოს პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამ აიძულა 20 წლის ახალგაზრდა ადამ ლანცა ასეთი საშინელი სასაკალო მოეწყო. მან ჯერ საკუთარი დედა გამოასალმა სიცოცხლეს, შემდეგ კი მანქანით წავიდა სკოლაში და უსიტყვოდ გაუხსნა ცეცხლი პატარა ბავშვებს. ამის შემდეგ ადამ ლანცამ ტრაგედიის ადგილზე მოიკლა თავი.