ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამინდი აშშ-ში მოგზაურობას აფერხებს


ზამთრის ქარბუქს თან ახლავს სველი თოვლი და წვიმა

ზამთრის სუსხიანმა ამინდებმა შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უამრავ ადამიანს და მათ შორის ტურისტებს, გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. აეროპორტებში რეისები გადაიდო და ათასობით ადამიანი დანიშნულების ადგილზე დროულად ვერ ჩავიდა.
ზამთრის ქარბუქს თან ახლავს სველი თოვლი და წვიმა. თუმცა მასაჩუსეტსის და პენსილვანიის შტატებში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია.
ადგილობრივი საავიაციო სააგენტოს ინფრომაციით, ოთხშაბათს შეერთებულ შტატებში 1000-მდე ქვეყნის შიდა რეისი გადაიდო. უამინდობის გამო კალათბურთის ეროვნულმა ასოციაციამ მნიშვნელოვანი მატჩი გადადო ინდიანაპოლისში.
XS
SM
MD
LG