ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატში ანტი-ტერორისტული კანონი განახლდა


ახალი კანონი სადაზვერვო მასალების მოგროვების საშუალებას იმ ამერიკელებზე იძლევა, რომლებიც ქვეყნის გარეთ კონტაქტს ამყარებენ პოტენციურ ტერორისტებთან

აშშ-ის სენატში დიდი უმრავლესობით დამტკიცდა იმ კანონის 5 წლით გაგრძელება, რომლის თანახმადაც შესაძლებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მოსმენა სასამართლოს ორდერის გარეშე.

კანონი წარმომადგენელთა პალატაში წლის დასაწყისში დამტკიცდა, პარასკევს კი მას სენატში ეყარა კენჭი და 73:23 თანაფარდობით იქნა მიღებული. კანონი პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელის მოსაწერად.

კანონი სახელწოდებით უცხოური დაზვერვის თვალთვალის აქტი, პირველად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დამტკიცდა. ის საშუალებას იძლევა სადაზვერვო მასალების მოგროვებას იმ ამერიკელებზე, რომლებიც ქვეყნის გარეთ კონტაქტს ამყარებენ ტერორიზმში პოტენციურ ეჭვმიტანილებს.

XS
SM
MD
LG