ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტული საფრთხეები


შეერთებული შტატების დეპარტამენტი ყოველწლიურად აფასებს იმ საფრთხეებს, რომელიც საზოგადოებას გლობალური ტერორიზმისგან ემუქრება. ამის მანდატი სახელმწიფო დეპარტამეტს კონგრესისგან აქვს. მოხსენებაში, რომელშიც მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეებია შეფასებული, ტერორისტული ჯგუფები ქვეყნების და რეგიონების მიხედვით არის კლასიფიცირებული.

წლევანდელი მოხსენება 18 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად გასულ წელს 72 ქვეყანაში 11 604 ტერორისტული აქტი მოხდა. დაზარალდა 49 901 ადამიანი, ხოლო მათგან 13 186 კი დაიღუპა. წინა მონაცემებთან შედარების შედეგად მოხსენებაში გაკეთებულია დასკვნა, რომ მართალია ტერორისტული აქტების რაოდენობა 5 პროცენტით არის გაზრდილი, 2009 წელთან შედარებით 12 პროცენტით შემცირდა მსხვერპლის რაოდენობა. 2010 წელს მსხვერპლის საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი სამოქალაქო პირი იყო, ხოლო 600 ზე მეტი კი ბავშვი. დაღუპული პოლიციელის ოფიცრეების და და პირადი დაცვის პერსონალის რაოდენობამ კი 2000-ს გადააჭარბა. მოხსენების თანახმად, სამხრეთ აზია კვლავ რჩება ტერორიზმის აქტიურობის რეგიონად. ახლო აღმოსავლეთი 2010 წელს ერთერთი ყველაზე აქტიური არეალი იყო. ტერორისტული აქტების 75 პროცენტი სწორედ სამხრეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განხორციელდა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიტერორიზმის კოორდინატორმა დანიელ ბენჯამინმა განაცხადა, „შეერთებული შტატების სტრატეგია ამ გლობალური საფრთხისადმი მრავალმხრივ მიდგომას ემყარება. ამიტომ შეერთებული შტატები აგრძელებს აქტიურ მუშაობას ალიანსების და პარტნიორობის გაძლიერების მიზნით.“ „მუდმივი დიპლომატიური ურთიერთობით, ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკური ნების გაძლიერებას, რომელიც უნდა იყოს გრძელვადიანი შესაძლებლობის მშენებლობის საფუძველი,“ - განაცხად ბენჯამინმა.

XS
SM
MD
LG