ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ნიუთაუნში სწავლის პროცესი განახლდა


თუმცა სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლა ჯერაც დაკეტილია

კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნში მომხდარი საშინელი ტრაგედიის შემდეგ სკოლებში სწავლის პროცესი განახლდა.
თუმცა სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლა ჯერაც დაკეტილია. ამ სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ 20 ბავშვი და 6 მასწავლებელი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე.
მკვლელმა ჯერ დედამისი გამოასალმა სიცოცხლეს, შემდეგ მისი პისტოლეტებით და ავტომატით შეიარაღდა და სკოლისკენ გაემართა. ტრაგედიის ადგილზე პოლიციის მისვლისთანავე მან თავი მოიკლა.
გამოძიებისთვის დღემდე უცნობია ამ საშინელი ხოცვა-ჟლეტის მიზეზი.
XS
SM
MD
LG