ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი


მსხვერპლის რაოდენობამ 90 ადამიანს გადააჭარბა

შეერთებულ შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე სტიქიის შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ 90 ადამიანს გადააჭარბა. სტიქიის შედეგების მიუხედავად, ნიუ-იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ქალაქში კვირას მაინც გაიმართება ყოველწლიური მსოფლიო დონის მარათონი. ბლუმბერგი ამბობს, რომ ღონისძიება ქუჩებს არ გადატვირთავს, რადგან ამ დღეს ნიუ-იორკში ნაკლები მოძრაობაა.

მანჰეტენის და მის მიმდებარე რაიონების უმეტესობას ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება. ელექტროენერგიის მომმარაგებელი კომპანიის განცხადებით სისტემის სრულ აღდგენას კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება.
XS
SM
MD
LG