ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა და რუსმა სამხედრო ლიდერებმა სირიაზე ისაუბრეს


ამერიკელმა და რუსმა სამხედრო ლიდერებმა უპრეცენდენტო პირისპირი შეხვედრა გამართეს და სირიის კონფლიქტზე ისაუბრეს, ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის სპიკერი ავრცელებს.

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ამერიკის ლიდერობით მიმდინარე საერთაშორისო კოალიციის სპიკერის, შეერთებული შტატების არმიის პოლკოვნიკის რაიან დილონის განცხადებით, მხარეებმა საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისაუბრეს.

დილონის თქმით, რუსულმა მხარემ ამერიკულ მხარეს რუკები და სხვა მასალები გაუზიარა. საუბარია დეირ ელ-ზურის რეგიონში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG