ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი მოსკოვში იმყოფება


შეხვედრისას მხარეებმა უკრაინის, სირიის და დაჯგუფება ისლმურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

დღეს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა უკრაინის, სირიის და ისლმურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილეს. წელს, ეს ჯონ კერის უკვე მეორე ვიზიტია მოსკოვში.

როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, მიუხედავად მხარეებს შორის უთანხმოებისა, გარკვეულ საკითხებზე შესაძლებელია ეფექტური თანამშრომლობა. ირანის ბირთვული შეთანხმება სწორედ რუსეთის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა დასძინა, რომ გაგრძელდება უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე დაწყებული დიალოგიც.

XS
SM
MD
LG