ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საქმეზე კონგრესის კითხვებს ტრამპის თანაშემწე პასუხობს


ჰოუფ ჰიქსი კონგრესში გამოცხადდა
ჰოუფ ჰიქსი კონგრესში გამოცხადდა

თეთრი სახლის კომუნიკაციის დირექტორი ჰოუფ ჰიქსი დღეს კანონმდებლების წინაშე წარსდგა. კონგრესის წევრებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით, კითხვები აქვთ პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ხნის თანაშემწესთან, რომელიც მასთან საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც მუშაობდა. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის სხდომა, სადაც ჰიქსი გამოცხადდა, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ყოფილი მოდელი, ჰოუფ ჰიქსი ჯერ დონალდ ტრამპის შვილის, ივანკა ტრამპის სამოდელო ბიზნესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მართავდა. 2016 წელს ის დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდს შეუერთდა და კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG