ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეიარაღებული პოლიცია ამერიკულ სკოლებში


„იარაღის ეროვნული ასოციაცია“, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ახალი ზომების მიღებაზე საუბრობს

შეერთებულ შტატებში იარაღით ვაჭრობის მთავარი ლობისტი ორგანიზაცია, „იარაღის ეროვნული ასოციაცია“, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ახალი ზომების მიღებაზე საუბრობს. კერძოდ ყველა ამერიკულ სკოლაში შეიარაღებული პოლიციის განალაგების შესახებ. ზოგიერთმა დემოკრატმა სენატორმა ასოციაციის ამ განცხადებას კონექტიკუტში მომხდარი ტრაგედიის საპასუხოდ "სამარცხვინოდ არაადექვტური" უწოდა. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლის ტრაგედია არ მოხდებოდა, სკოლაში შეიარაღებული დაცვის სამსახური რომ ყოფილიყო. მან ასევე მომხდარში დაადანაშაულა ძალადობრივი კინოფილმები და ვიდეოთამაშები.
XS
SM
MD
LG