ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ სნოუდენის პასპორტი გააუქმა


რუსული მედიის ინფორმაციით, სნოუდენი მოსკოვიდან კუბაში გაემგზავრება.

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ამერიკის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის ედვარდ სნოუდენის პასპორტი გააუქმა, რომელიც ჰონგ კონგიდან მოსკოვში ჩავიდა ეკვადორში მიმავალ გზაზე.

უშიშროების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს შეერთებული შტატების მთავრობა ჯაშუშობაში ადანაშაულებს. სნოუდენმა ჰონგ კონგის ტერიტორია ამერიკაში ექსტრადირების თავიდან აცილების მიზნით დატოვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სნოუდენი მოსკოვიდან კუბაში გაემგზავრება. მან ეკვადორში მოითხოვა თავშესაფარი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG