ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში შობის სამზადისი უკვე დაიწყეს


აშშ-ში შობის სამზადისი უკვე დაიწყეს
აშშ-ში შობის სამზადისი უკვე დაიწყეს

მაღაზიის მფლობელები მყიდველებს მოუთმენლად ელოდებიან. ბოლო ორი თვის განმავლობაში უამრავი სათამაშო, ტანსაცმელი თუ ელექტრო საქონელი გაიყიდა. ამერიკელებმა შობის სამზადისი ნაადრევად დაიწყეს.

ტრადიციულად, ამერიკაში, ყველაზე დიდი ვაჭრობა ნოემბრის მეოთხე კვირის ხუთშაბათს იმართება, როდესაც მადლიერების დღე აღინიშნება.

„ფრაისგრებერ წერტილი კომ-ის“ პრეზიდენტი სტივ კრენზერი, ამ ტენდენციას ლოს ანჯელესიდან აკვირდება:

„შავი პარასკევი ის დღეა, როდესაც მადლიერების მეორე დღეს მაღაიზებში დიდი ფასდაკლება ეწყობა.“

შავი პარასკევის მოახლოების დროს, მაღაზიების უმრავლესობა შუაღამისას იხსნება. გასაყიდი საქონელი ფასდაკლების იარლიყებით გამოირჩევა.

საცალო გაყიდვების ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი - ელენ დევისი აღნიშნავს რომ წელს ვაჭრობა 2.8 პროცენტით მეტი იქნება , რაც დაახლოებით ათი წლის მაჩვენებელს უტოლდება; თუმცა მოგება არ ისეთი დიდი იქნება, როგორც ერთი წლის წინ იყო.

მაშინ როცა საცალო ვაჭრობის სხვა წარმომადგენლები დიდ მოგებას ვარაუდობენ, სავაჭრო ურთიერთობების სამომავლო მაჩვენებელი ბუნდოვანია.

ამერიკულ პორტებში გადამზიდავი გემები საკმაოდ ნელი ტემპით მუშაობენ, რაც იმპორტის წარუმატებლობაზე მიუთითებს.

მეორეს მხრივ, ეკონომისტები, რომლებიც საწვავის გაყიდვებს ადევნებენ თავლ-ყურს, ამბობენ რომ სატვირთო მანქანების მუშაობა შესამჩნევად გაზრდილია.

მიუხედავად ყველაფრისა ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრის “ამერიკის მოლის” ვიცე-პრეზიდენტი დენ ჯასპერი მომხმარებლის დიდ რაოდენობას ელოდება:

„წლევანდელი წელი გამორჩეული იყო. ვფიქრობთ ასევე გაგრძელდება. დარწმუნებული არ ვარ დროის რომელ მონაკვეთში, მაგრამ კარგი სადღესაწაულო სეზონი გვექნება.“

მინესოტას შტატის ქალაქ ბლუმინგტონში მდებარე „ამერიკის მოლი“ დაახლოებით 12 000 თანამშრომელს ითვლის და ყოველწლიურად მილიონობით მყიდველს ემსახურება.

ეკონომისტები საცალო ვაჭრობას გულისყურით აკვირდებიან, რადგან ამერიკის ეკონომიკის 70 პროცენტი მომხმარებლიდან შემოსულ თანხას უჭირავს.


XS
SM
MD
LG