ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა- ეგვიპტის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი


ამერიკა- ეგვიპტის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი

ეგვიპტესა და ამერიკას შორის დაძაბულობა მას შემდეგ განსაკუთრებით გამძაფრდა, რაც ეგვიპტეს სამხედრო მმართველობამ ამერიკული პრო-დემოკრატიული ორგანიზაციები ქვეყნის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. ეს საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც ქაირომ ვაშინგტონი პირდაპირ დაადანაშაულა იმაში, რომ ამერიკული ორგანიზაციები ეგვიპტეში ქაოსის შექმნას და ეკონომიკური განვითარებისთვის ხელის შეშლას ცდილობენ.

ამერიკული ორგანიზაციები, რომლებიც ეგვიპტეში საქმიენობენ, უარყოფენ ამ ბრალდებას. მათი განცხადებით, ორგანიზაციები იცავენ ეგვიპტეს კანონმდებლობას და ცდილობენ არ მიემხრონ რომელიმე კონკრეტულ მოძრაობას თუ პოლიტიკურ დაჯგუფებას.

დეკემბერში ეგვიპტეს უშიშროების ძალებმა რეიდები ჩაატარეს 17 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებიც უცხოელი დონორებისგან იღებდნენ დაფინანსებას. სამართალდამცავებმა მათი კომპიუტერებისა და საოფისე დოკუმენტაციის კონფისკაცია მოახდინეს. ამ მოქმედებას ობამას ადმინისტრაციის მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა, რაც იმით გამოიხატა, რომ ვაშინგტონი ქაიოროს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის დირექტორი მაიკლ პოზნერი აცხადბს, რომ ეგვიპტეს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანობაში ხელი არ უნდა შეუშალოს:

„იმ ოთხი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის საკითხს, რომლებიც ეგვიპტეში მოღვაწეობენ მე უფრო ფართო გაგებით ვეკიდები. ამ ოთხი ამერიკული ოგანიზაციის გარდა ეგვიპტეში უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია აწარმოებს საქმიანობას. ეგვიპტეში საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს საშუალება უნდა ჰქონდეს თავისუფლად იმოქმედოს.“

ოთხი ამერიკული ორგანიზაციის სათაო ოფისი, რომელთა შენობებშიც ეგვიპტელმა სამართალდამცავებმა ოპერაცია ჩაატარეს, ვაშინგტონში მდებარეობს. ისინი დაფინანსებას მთალიანად ამერიკის მთავრობისგან იღებენ.

პრო-დემოკრატიული ჯგუფები, ისეთები, როგორიცაა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი და ეროვნული რესპუბლიკური ინსტიტუტი ეგვიპტეს გარდა ათეულობით განვითარებად ქვეყანასთან თანამშრომლობენ. ამ ორგანიზაცების მისიის ძირითადი აქცენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დახმარების გაწევაა, რათა მათ პოლიტიკური პლატფორმის შექმნა შეძლონ. გარდა ამისა, ისინი საზოგადოებრივ ჯგუფებს ასწავლიან თუ როგორ გაავრცელონ საკუთარი მოსაზრება ფართო საზოგადოებაში და როგორ შექმნან ჯგუფები, რომლებიც ქვეყანაში გართულ არჩევნებს დააკვირდებიან.

მაიკლ დანი ვაშინგტონში დაფუძნებული ატლანტიკური საბჭოს ექსპერტია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ეგვიპტეს საკითხებზე მუშაობს:

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სამოქალაქო საზოგადოების შექმნას ისეთივე მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული საზოგადოების ასაშენებლად, როგორიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეგვიპტეში მოღვაწე ამერიკული ორგანიზაციები წსორედ იმას აკეთებენ ეგვიპტეში, რასაც სხვა უამრავ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არაფერია საეჭვო და საშიში მათ საქმიანობაში. ჩემი აზრით, ეგვიპტესა და ამერიკის მთავორბას შორის ახალი შეთანხმება უნდა შედგეს იმის თაობაზე, რომ არასამთავრობო როგანიზაციებს ქვეყანაში თავისუფლად მოქმედებების საშუალება მიეცეთ.“

უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ამერიკის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებს ისეთ ქვეყნებში აფინანსებს, როგორიცაა რუსეთი, ზიმბაბვე, ვენესუელა და უამრავი სხვა. ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები ხშირაც აცხადებენ იმას, რომ მათ მთავრობა ფარული მიზნების ქონაში სდებს ბრალს.

ვაშინგტონში დაფუძნებული ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი ერიკ ტრაგერი ამბობს, რომ ადგილობრივმა მთავრობებმა უნდა შეწყვიტონ არასამთავრობო, პრო-დემოკრატიულ ორგანიზაციებზე მცდარი ინფორმაციის გავრცელება:

„ეგვიპტეში სახელმწიფო მედია ყოველთვის ცდილობს განსაკუთრებული აგრესიით დააკნონოს ორგანიზაციების საქმიანობის მიზანი და ისინი ამერიკული პოლიტიკის განმახორციელებელ მარიონეტებად შერაცხოს.“

ვაშინგტონსა და ქაიროს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადამიანის უფლებათა დამცველები კი იმედს იტოვებენ, რომ პრო-დემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ ეგვიპტეს სასამართლოში შტანილი საქმეები მალე განაჩენის გარეშე დაიხურება.

XS
SM
MD
LG