ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი ბრძოლას განაგრძობს


შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი პარტიის ყრილობის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ის პარტიულ შეკრებაზე ნოემბრის არჩევნებში ოფიციალურად დაასახელეს საპრეზიდენტო კანდიდატად და ბარაკ ობამას მეტოქედ.

„დღეს დადგა დრო, რათა უკან ჩამოვიტოვოთ ოთხწლიანი იმედგაცრუება, გვერდზე გადავდოთ ურთიერთბრალდებები. დადგა დრო, რათა შევასრულოთ ამერიკის დანაპირები,“- განაცხადა რომნიმ.

ის და მისი თანამებრძოლი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი პოლ რაიანი მხარდამჭერთა შეკრებებს ფლორიდაში, ვირჯინიაში და ოჰაიოში გამართავენ.
XS
SM
MD
LG