ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი ობამას აკრიტიკებს


ქაირო და ბენღაზი - საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა

შეერთებულ შტატებში საარჩევნო კამპანია გრძელდება. კანდიდატების მთავარი თემა ლიბიაში ამერიკელი დიპლომატების დაღუპვაა.

ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა, მიტ რომნიმ უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც შეშფოთებაა გამოხატული ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში და ლიბის ქალაქ ბენღაზში ამერიკულ წარმომადგენლობებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით.

მიტ რომნი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ობამას პასუხი ამ შეტევებთან დაკავშირებით „სამარცხვინო იყო." პრეზიდენტ ობამას საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა, ბენ ლაბოლტმა მიტ რომნის ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დასდო ბრალი.
XS
SM
MD
LG