ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას საარჩევნო ტურნე


ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანია
დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიის ტურნეთი ოჰაიოს და პენსილვანიის შტატში მინი-ავტობუსით ჩავა. აღსანიშნავია, რომ ორივე შტატს 2012 წლის ნოემბრის არჩვენებზე გადამწყვეტი როლი აკისრია.

ბატონმა ობამამ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩვენებზე ოჰაიოს და პენსილვანიის შტატებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ახლაც პრეზიდენტს ამ შტატებში, გამოკითხვების საფუძველზე, რესპუბლიკელ მიტ რომნისთან შედარებით, გარკვეული უპირატესობა აქვს.

ოჰაიოსა და პენსილვანიის შტატებში პრეზიდენტ ობამას კამპანიის წარმატების მთავარი მიზეზი ის არის, რომ მოსამსახურე ფენის ამერიკელები მას უფრო მეტად უჭერენ მხარს, რასაც ვერ ვიტყოდით მდიდარ ბიზნესმენზე მიტ რომნიზე, რომელიც პოლიტიკურ ავანსცენაზე ახლახანს გამოვიდა.

პრეზიდენტმა ობამამ საარჩევნო კამპანია მას მერე გააგრძელა, რაც უზენაესმა საბჭომ მისი ჯანდაცვის რეფორმა დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებამ რესპუბლიკელები აღაშფოთა, რადგან რეფორმის მიხედვით, სამედიცინო დაზღვევა სავალდებულო ხდება და ვინც არ გადაიხდის, კანონით დაისჯება.
XS
SM
MD
LG