ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა და რომნი საბოლოო დებატებისთვის ემზადებიან


დღეს რომნი და მისი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი პოლ რაიანი ფლორიდაში გამართავენ ამომრჩეველთან შეხვედრას. პრეზიდენტი ობამა კი ვირჯინიაში შეხვდება მხარდამჭერებს.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი ოპონენტი მიტ რომნი დღეს აქტიურ სარჩევნო კამპანიას უბრუნდებიან. ხუთშაბათს, მათ ნიუ იორკში ტრადიციული საარჩევნო შეხვედრებისგან მოკლე გადახვევა ჰქონდათ, რომლის დროსაც საქველმოქმედო ვახშამზე ერთმანეთის მიმართ კრიტიკა-ნარევი ხუმრობა არ დაიშურეს.

დღეს, რომნი და მისი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი პოლ რაიანი ფლორიდაში გამართავენ ამომრჩეველთან შეხვედრას. პრეზიდენტი ობამა კი, ვირჯინიაში შეხვდება მხარდამჭერებს.

კანდიდატები ორშაბათს დანიშნული, რიგით მესამე დებატებისთვის ემზადებიან, რომელიც ფლორიდაში გაიმართება და საგარეო პოლიტიკას დაეთმობა.
XS
SM
MD
LG