ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს პოლიცია და უსაფრთხოების ძალები იმპიჩმენტის პროცესისთვის ემზადებიან


მომავალ კვირაში, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო მოსმენების დროს, ვაშინგტონში და მის გარშემო, უსაფრთხოების და პოლიციის ძალები, როგორც მათ აღწერეს, “მაღალი დონის მზადყოფნის” წესით იმოქმედებენ. ისინი შეშფოთებული არიან, რომ ეს მოვლენა აფეთქების წერტილი გახდება ამერიკელი ექსტრემისტებისთვის, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით ჯერ ისევ გაბრაზებული არიან.
ოფიციალური პირები დაზვერვის მონაცემების გაზიარებისგან თავს იკავებდნენ, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა ეს აღწერა, როგორც სოციალურ ქსელებში არსებული შემაშფოთებელი ყბედობა, თუმცა 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, რასაც 5 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ისინი საჯაროს აცხადებდნენ, რომ არავითარი რისკის დაშვება არ სურდათ.



პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღისთვის დაყენებული უსაფრთხოების ზომების და ქუჩების ბლოკების ზოგიერთი ნაწილი კი აიღეს, მაგრამ თვითონ კაპიტოლიუმთან დაყენებული ე.წ. გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა ეკლიანი მავთულხლართების ღობეები, უახლოესი მომავლისთვის ადგილზე დარჩება.
გასულ კვირაში შეერთებული შტატების არმიამ გამოაცხადა, რომ სულ მცირე, მარტის შუა რიცხვებამდე, ქალაქში 7 ათასი ჯარისკაცი დარჩება.
ოფიციალურმა პირებმა ასევე თქვეს, რომ შესაძლოა საჭიროების შემთხვევაში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს იარაღი მისცენ, რათა ადგილობრივ ძალებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარონ.
ამასთან ერთად, ვაშინგტონის მერმა 500 გვარდიელის მორიგეობაზე დაყენება მოითხოვა, რათა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში სწრაფი რეაგირების ძალის როლი შეასრულონ.
როგორც ჩანს, ყველაზე მეტი ყურადღების საგანი იმის პოტენციური შესაძლებლობაა, რომ მშვიდობიანი პროტესტების მანიპუნილერა მოხდეს ისეთი პირების მიერ, რომელთაც ოფიციალური პირები ბოროტი განზრახვის მქონე სუბიექტებს უწოდებენ და რომლებიც ძალადობის და ქაოსის გამოწვევისკენ იხრებიან.



შიდა უსაფრთხოების სააგენტომ გამოაქვეყნა ბიულეტენი, რომელშიც გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ შესაძლოა 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეღწევის ფაქტმა ადგილობრივი ექსტრემისტები გაათამამოს იმისთვის, რომ არჩეული ოფიციალური პირები და სამთავრობო ობიექტები სამიზნედ გაიხადონ.
ანტი-დიფამაციური ლიგის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონათან გრინბლატმა კანონმდებლებს უთხრა, რომ კაპიტოლიუმის ალყა, განსაკუთრებით თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებისთვის, “წყალგამყოფი მომენტი” იყო.
“მათთვის სცენა, სადაც კონგრესის წევრები მაგიდების ქვეშ იმალებოდნენ, კონფედერაციის დროშებს და ნაცისტურ სიმბოლოებს შენობებში დაატარებდნენ, გამარჯვებაზე ნაკლები არ იყო.
სხვა ექსპერტები შიშობენ, რომ საფრთხე შეიძლება ისეთი პირებისგან მომდინარეობდეს, რომლებიც ჯერ ექსტრემისტები არ არიან, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დამარცხებას ვერ ეგუებიან.
შიდა უსაფრთხოების სააგენტოს მდივნის ყოფილმა თანაშემწემ კონტრ-ტერორიზმის და საფრთხის თავიდან აცილების საკითხებში, ელიზაბეტ ნოიმანმა თქვა: “გყავთ ადამიანების ასეთი დიდი ჯგუფი, რომელიც ტერორისტულ მოძრაობებთან ან ტერორისტულ ორგანიზაციებთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ ამჟამად ეს ძალიან მოწყვლადი ჯგუფია…ვხედავთ, რომ ნეო-ნაცისტები ტრამპის მხარდამჭერების საკუთარ იდეოლოგიაზე გადაყვანას ახდენენ, ისინი ამას ძალიან დახვეწილად აკეთებენ - თქვენთან პირდაპირ არ მოდიან. შეიძლება არ იცოდე, რომ თეთრი რასის უპირატესობის მომხრეს ელაპარაკები.”
არსებობს ასევე შეშფოთება იმის გამო, რომ ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს საკუთარი გავლენა პრობლემების შესაქმნელად გამოიყენოს.
ქალაქ ვაშინგტონის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელმა როდრიგესმა თქვა: “ჩვენი უცხოელი მეტოქეები, კერძოდ რუსეთი, ფარული მოქმედების ძველ მეთოდებს იყენებენ, რათა აქ კულტურული კონფლიქტის ცეცხლი გააღვივონ.”
ოფიციალური პირები მსგავს შეშფოთებას ადრეც ახმოვანებდნენ, ბაიდენის ინაუგურაციამდე და უფრო ადრე, კაპიტოლიუმში შეჭრამდეც.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG