ორი გავლენიანი ამერიკელი კანონმდებელი შეერთებული შტატებისა და პაკისტანის ურთიერთობების გადახედვას მოითხოვს. განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დახმარების სფეროებში. ამ ინიციატივით ჯონ მაკეინი და ლინსი გრაჰამი გამოვიდნენ. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკა საკმაოდ დიდ მოთმინებას იჩენს პაკისტანის მიმართ. მომავალი თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაკისტანი გაიაზრებს, რომ მის სამხედრო ქმედებებს ამერიკელი ჯარისკაცების სიკვდილი მოჰყვა და საფრთხის ქვეშ დაააყენა სრულიად ამერიკის უსაფრთხოება.
სენატორებმა პაკისტანი ჰაკანის დაჯგუფებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.