ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი ჯონ ალენი პაკისტანში იმყოფება


ნატოს ჯარების მთავარსარდალი პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურს შეხვდა

ნატოს ჯარების მთავარსარდალი ავღანეთში, გენერალი ჯონ ალენი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში იმყოფება, სადაც ის ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურს, გენერალ ფერვეზ აშფაქ კაიანის შეხვდა.

ამერიკელი გენერალი თავისი პაკისტანელი კოლეგისგან ჰაქანის დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას მოითხოვს.

ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჰაქანის დაჯგუფება ჩრდილო ვაზირისტანიდან ხშირად ანხორციელებს რეიდებს ავღანეთის ტერიტორიაზე.

ამერიკელები ეჭვობენ, რომ გასულ კვირას ქაბულის გარეუბანში ტბის პირას მდებარე სასტუმროზე განხორციელებულ თავდასხმაში სწორედ ჰაქანის დაჯგუფების წევრები მონაწილეობდნენ. ამ თავდასხმის დროს სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG