ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პაკისტანში დრონებას გამოყენების არ შეწყვეტს


შეერთებული შტატები პაკისტანში დრონების გამოყენების შეწყვეტას არ გეგმავს და აცხადებს, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლა მათი „სუვერენიტეტის საკითხია“.

აღნიშნული განცხადება ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლეონ პანეტამ ნიუ დელიში ვიზიტის დროს გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ყოველთვის ნათლად მიუთითებდა საკუთარი თავდაცვის ინტერესების შესახებ. იმ თავდასხმებით, რომელიც ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების, დრონების მიერ ხორციელდება, პაკისტანელი ხალხიც მოგებული რჩება, რადგან ისინი ხშირად ხდებიან მეამბოხეთა მსხვერპლი - დასძინა მან.

ლეონ პანეტას განცხადება ალ-ყაიდას რიგით მეორე მეთაურის, აბუ იაჰია ალ-ლიბის მკვლელობის დადასტურების მეორე დღეს გაკეთდა. ტერორისთა ლიდერის ლიკვიდაცია ვაზირისტანში დრონების შეტევის შემდეგად მოხდა.

XS
SM
MD
LG