ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ამერიკელ დიპლომატს მკვლელობაში ადანაშაულებენ


პაკისტანში ამერიკელ დიპლომატს მკვლელობაში ადანაშაულებენ
პაკისტანში ამერიკელ დიპლომატს მკვლელობაში ადანაშაულებენ

შეერთებული შტატები პაკისტანის ხელისუფლებისგან ამერიკელი დიპლომატის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს, რომელიც ორი პაკისტანელის მკვლელობისთვის არის დაპატიმრებული.

შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით რაიმონდ დევისს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს და მისი დაკავება ლაჰორის პოლიციის მიერ უკანონობაა. დევისი ამტკიცებს რომ ორი პაკისტანელი მამაკაცი თავდაცვის დროს შემოაკვდა.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადების თანახმად ამერიკელმა დიპლომატმა ფული გამოიტანა ბანკომატიდან. ამის შემდეგ მას ორი მოტოციკლისტი დაედევნა, რომლებიც ორმხრივი სროლის დროს დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG