ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის არმიამ ნატოს პროტესტით მიმართა


პაკისტანის არმიამ ნატოს პროტესტით მიმართა

პაკისტანის არმიამ ნატოს პროტესით მიმართა და განაცხადა, რომ ალიანსის ორმა შვეულმფრენმა პაკისტანის საჰაერო სივრცე დაარღვია.ისლამაბადის განცხადებით, ორი შვეულმფრენი პაკისტანის ტერიტორიაზე ავღანეთიდან შეფრინდა. მათ ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანელ ჯარისკაცებს, რის შედეგადაც დაიჭრა 2 მათგანი.

ნატოს ძალების წარმომადგენლები ადასტურებენ ვერტმფრენების მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე საზღვართან ჩატარებულ რეიდს, თუმცა აცხადებენ, რომ ცეცხლი შვულმფრენებს პაკისტანის ტერიტორიიდან გაუხსნეს.

ინციდენტი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაართულებს ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობას. ორ ქვეყანას შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმმა პაკისტანის ტერიტორიაზე ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის მიზნით რეიდი ჩაატარა.

XS
SM
MD
LG