ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ჯოპლინში სკოლის კურსდამთავრებულებს მიმართა


ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მისურის შტატის ქალაქ ჯოპლინში საშუალო სკოლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მიუხედავად მძიმე გამოცდილებისა, მათ „სოლიდარობა“ უნდა შეინარჩუნონ.

ჯოპლინს ზუსტად ერთი წლის წინ დამანგრეველი ტორნადო დაატყდა თავს, რომელმაც 161 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 50 ათასზე მეტი უსახლკაროდ დატოვა.

სიტყვით გამოსვლისას ობამამ სკოლის მოსწავლეებს უთხრა:

„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ისეთ ეკონომიკას ააშენებენ, სადაც თითოეულ ბავშვს კარგი განათლების მიღება შეეძლება, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამერიკას ისეთ ქვეყანად აქცევენ, სადაც თითოეული მონდომებული ადამიანი სამსახურს თავისუფლად იშოვის.“

XS
SM
MD
LG