ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საზღვაო ფლოტის ინიციატივა


საზღვაო ფლოტი ხომალდების დიდი ნაწილის ძვირადღირებულ ბიო საწვავზე გადაყვანას გეგმავს

აშშ-ის საზღვაო ფლოტი სამხედრო გემების დიდი ნაწილის ძვირადღირებულ ბიოსაწვავზე გადაყვანას გეგმავს მიუხედავად იმისა, რომ კონგრესი ამ ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. კონგრესმენები თვლიან, რომ იმ დროს, როდესაც თავდაცვა 500 მილიარდი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო შეკვეცის საფრთხის წინაშე დგას, საზღვაო ფლოტის ეს გადაწყვეტილება უდროოა.

იმ ფონზე, როდესაც ჰავაის სანაპიროებთან 20 სახლმწიფოს საზღვაო ფლოტი სამხედრო წვრთნებს გადის, აშშ-ის მხარე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს და ფლოტის ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადაყვანის შესახებ საუბრობს. მიზანი ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროს შექმნაა, რომელიც მიიღება წყალმცენარეების, მცენარეების და ცხოველური ცხიმის გადამუშავებით.

უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე, სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელობა ცდილობს ბიოსაწვავების უპირატესობის დამტკიცებას. საზღვაო ფლოტის მდივანი, რეი მაბუსი იმედოვნებს, რომ ამით ნავთობმწარმოებელი, არასტაბილური ქვეყნების საწვავზე დამოკიდებულების შემცირება მოხდება:

"ალტერნატირული საწვავის მოპოვების მცდელობა განპირობებულია ფლოტის ბრძოლისუნარიანობის გაზრდით. ჩვენ ნაკლებ დამოკიდებულები გავხდებით გარე წყაროებზე. აშშ-ის თავდაცვის სფეროს ენერგოუსფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტია."

ობამას ადმინისტრაციას სამხედრო საზღვაო ფლოტის ნახევრის ბიოსაწვავზე გადაყვანა 2020 წლისთვის სურს. ამასთან, ბიოსაწვავის ბაზარზე დომინანტური როლის მოპოვებაც ერთ-ერთი გადამწყვეტია თეთრი სახლისთვის. სწორედ თავდაცვის დეპარტამენტში მოხდა ისეთი ტექნოლოგიების დახვეწა და განვითარება, როგორებიცაა სანავიგაციო, კომპიუტერული და მობილური სისტემები - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ:

„აშშ-ის საჰაერო ძალები, 2016 წლამდე საბრძოლო თვითმფრინავების ნახევარს ალტერნატიულ საწვავზე გადაიყვანს. მე მივეცი მითითებები, როგორც საზღვაო ფლოტს, ისე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტებს, კერძო სექტორთან თანამშრომლობით შექმნან დახვეწილი ბიოსაწვავი, რომელიც აამუშავებს არამარტო სამხედრო თვითმფრინავებს, არამედ მანქანებსა და სამოქალაქო ავიალაინერებსაც."

ჰერითაჯის ფონდის ენერგო საკითხების ექსპერტი, დევიდ კროცერი ბიოსაწვავზე საზღვაო ფლოტის გადასვლას ოპონირებს:

„ახალი ბიოსაწვავის მიღება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამასთან სამოქმედო დონეზე დიდად წარმატებულიც არაა. ის არ წარმოადგენს მკვრივ ენერგო რესურს. უფრო მეტი საწვავის მიღება შეიძლება ადგილობრივი წარმოებიდან და ამასთან უფრო იაფად. საზღავაო ფლოტის ბიოსაწვავზე გადაყვანის ნაცვლად, უკეთესი იქნება ამისათვის საჭირო რესურსები სხვადასხვა აღჭურვილობასა და მასალაში გამოვიყენოთ."

საზღვაო ფლოტის გარდაქმნის პროცესი მიუხედავად კრიტიკისა ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. ამერიკის სამხედრო ხომალდი „მეიკინგ აილენდი“ ამის ნათელი მაგალითია. ის პირველი ჰიბრიდული მოიერიშე გემია, რომელმაც ახლახანს მოგაზურობა დაასრულა. ერთ-ერთ ავია შოუზე კი, ბიოსაწვავზე მომუშავე სამხედრო თვითმფრინავის დემონსტრირებაც მოხდა. თუმცა, თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის სიმწირის გამო, დღესდღეობით ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ფართო გამოყენება ვერ ხერხდება და მისი განვითარება მხოლოდ შოუებით შემოიფარგლოს.
XS
SM
MD
LG