აშშ-ის არმიის ოფიციალური პირების განცხადებით, მიმდინარეობს ავღნეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცის მკვლელობის გამოძიება. ინციდენტი ურუზგანის პროვინციაში მოხდა, როდესაც ავღანეთის პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა გასროლით ორი სამხედრო გამოასალმა სიცოცხლეს. ამ დროისთვის არ არის ცნობილი თავდამსხმელი ირიცხებოდა თუ არა ავღანეთის უშიშროების ძალების შემადგენლობაში.
მსგავსი შემთხვევები იშვიათობა არაა. კოალიციის ძალების წარმომადგენლები ხშირად ხდებიან გადაცმული მეამბოხეების თავდასხმის მსხვერპლი. წელს ამ ტიპის თავდასხმებში ნატოს 50 ჯარისკაცი დაიღუპა.
ამერიკელი ჯარისკაცები მკვლელობას იძიებენ

კოალიციის ძალების წარმომადგენლები ხშირად ხდებიან გადაცმული მეამბოხეების თავდასხმის მსხვერპლი