ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღუპული გემის ძებნა ახალი მეთოდით გრძელდება


ამერიკის საზღვაო ძალების გემი
ამერიკის საზღვაო ძალების გემი

შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ბაჰამის კუნძულებთან დისტანციური მართვის წყალქვეშა აპარატის გაშვებას გეგმავს. ოფიციალური პირების განცხადებით, მათი მიზანია გაირკვეს, ეკუთვნის თუ არა ბაჰამის კუნძულებთან აღმოჩენილი გემის ნარჩენები დაკარგულ ხომალდ „ელ ფაროდას.“.

დაახლოებით 74-მეტრი სიგრძის სატვირთო გემი 1 ოქტომბერს ძლიერი ქარიშხლის დროს დაიკარგა. კაპიტანმა დარეკვა მოასწრო და თქვა, რომ ფლორიდის ქალაქ ჯექსონვილიდან პუერტო-რიკოს ქალაქ სან ხუანისკენ მიმავალი ხომალდის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა. მასზე ეკიპაჟის 33 წევრი იმყოფებოდა. საზღვაო ძალების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ისინი დაღუპულთა გვამების და შავი ყუთის პოვნასაც შეეცდებიან. ამერიკის დროშის ქვეშ მცურავ გემებს შორის ანალოგიური მასშტაბის დანაკარგი ბოლოს 1983 წელს მოხდა.

XS
SM
MD
LG