ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სამხედრო თარჯიმანი დააპატიმრა


სამშაბათს, იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ დააპატიმრა საზღვარგარეთ ბაზირებული ამერიკელი სამხედრო თარჯიმანი. მას ბრალი წაუყენეს უაღრესად საიდუმლო ინფორმაციის სხვა პირისთვის გადაცემაზე, რომელიც ლიბანის ტერორისტულ ჯგუფ „ჰეზბოლასთან“ იყო დსაკავშირებული.

გამოძიების ფედერალური ბიუროს საგანგებო აგენტებმა, 27 თებერვალს, საზღვარგარეთ განლაგებულ სამხედრო ობიექტზე დააპატიმრეს 61 წლის მარიამ თაჰა ტომპსონი, რომელიც იქ თარჯიმნად კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდა. მას უცხო ქვეყნის მთავრობის დასახმარებლად, თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა ედება ბრალად. ოთხშაბათ საღამოს ის ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG