ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგის ინიციატივა


თელავივის პალესტინელებს კომპრომისის იმედი აქვს

ისრაელი მიესალმება არაბული ლიგის ინიციატივას მიწების გაცვლასთან დაკავშირებით, რათა სამომავლოდ ისრაელ-პალესტინის საზღვრების საკითხი გადაწყდეს. ყატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰამად ბინმა არაბული ლიგის ქვეყნების სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს შედარებით მიშვნელოვანი და მეორეხარისხოავნი მიწების გაცვლის განხილვას. აღნიშნულ სამიტს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც ესწრებოდა. ისარელის იუსტიციის მინისტრმა ციპი ლივნიმ განაცხადა, რომ ამგვარი გაცვლა შესაძლოა პალესტინელების მხრიდან კომპრომისს წაადგეს მომავალი მოლაპარაკებების დროს. ყატარის პრემიერის ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებას არაბული ლიგის 10 წლის წინანდელ სამშვიდობო შეთავაზებაში, რომლის მიხედვითაც ისრაელმა 1967 წლის ომის დროს დაკავებული ყველა ტერიტორია უნდა დატოვოს და მანამდე არსებულ საზღვრებს დაუბრუნდეს.
XS
SM
MD
LG