ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში კლინტონი ნათანიაჰუს შეხვდება


ვაშინგტონში კლინტონი ნათანიაჰუს შეხვდება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ მომავალ კვირას ის ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონში შეხვდება.

კლინტონის თქმით, ამერიკა უწყვეტად მუშაობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიმართულებით.

კლინტონს იმედი აქვს, რომ მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებას შეძლებენ.

ისრაელსა და პალესტინელებს შორის სექტემბერში დაწყებული მოლაპარაკებები ისრაელის მიერ მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში მშენებლობების განახელების გამო ჩაიშალა. პალესტინელები ამ ტერიტორიას საკუთარი მომავალი სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG