ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მ შესაძლოა რუსეთში ვიზების გაცემა განაახლოს


US Russia
US Russia

რუსულმა ახალი ამბების სააგენტო „ტასსმა“, შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ჰანტსმენის სიტყვებზე დაყრდნობით გამოაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთის სამ ქალაქში, ამერიკული ვიზების საკითხზე კონსულტაციები განახლდეს.

ჰანტსმენმა თქვა, რომ ვიზაზე გასაუბრებები „ახლო მომავალში... შესაძლოა განახლდეს“ სანქტ-პეტერბურგის, ეკატერინბურგის და ვლადივოსტოკის საკონსულოებში.

„ტასსის“ თანახმად ჰანტსმენმა თქვა: „ყველაფერს ვცდილობთ და ვიმედოვნებ, რომ მომავალ კვირებში, ვიზების გაცემას შევძლებთ“.

მან ასევე თქვა, რომ ცდილობდა ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობაში ნდობის აღდგენას, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი რუსი ფიზიკური პირების და კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს აგრძელებს, რომელიც რუსეთს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რული სეპარატისტების მხარდაჭერის გამო დაუწესდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG