ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საზღვაო ქვეითმა ორი თანამებრძოლი მოკლა


ინციდენტი ვირჯინიის შტატში მდებარე საზღვაო ქვეითების ბაზა კვონტიკოში ხუთშაბათს მოხდა

სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ამერიკის საზღვაო ქვეითმა ორი თანამებრძოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ინციდენტი ვირჯინიის შტატში მდებარე საზღვაო ქვეითების ბაზა კვონტიკოში ხუთშაბათს მოხდა.
პოლიციის განცხადებით, სროლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. თუმცა ის ორიოდე საათში მოიხსნა.
საზღვაო ქვეითმა ორი თანამემამულე ოფიცერთა სკოლის შენობასთან მოკლა. შემდევ ერთ-ერთ ბარაკში შევიდა და იქ თავი მოიკლა. ჯერ-ჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივები. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG