ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხედრო ქვეითი გათავისუფლდა ობამას კრიტიკის გამო


სოციალურ ქსელებში პრეზიდენტ ობამას კრიტიკა აშშ-ის სამხედრო ქვეითს ძვირად დაუჯდა. ვეტერანმა სამხედრო ქვეითმა, სერჟანტმა გარი სტეინმა არსებული წესდება დაარღვია, რისთვისაც ის სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს და ვეტერანისთვის განკუთვნილი ყველა შეღავათი მოეხსნა. სოციალურ ქსელებში მან დაწერა, რომ ის პრეზიდენტის ბრძანებებს არ შეასრულებს, თუმცა ამ განცხადებაში მან მოგვიანებით კორექტივები შეიტანა და დასძინა, რომ ის არ შეასრულებს უკანონო ბრძანებულებებს. სტეინმა არ შეწყვიტა პრეზიდენტის კრიტიკა მაშინაც კი, როდესაც მისმა მეთაურებმა მიუთითეს რომ კანონს არღვევს. თავად გარი სტეინი აღნიშნაავს, რომ ის კონსტიტუციით გათვალისწინებულ სიტყვის თავისუფლების უფლებით სარგრბლობს

XS
SM
MD
LG