ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სტაქსნეტის“ საქმე


შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი კომპიუტერული ვირუსის „სტაქსნეტის“ საქმეს იძიებს

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბების უფროსის ყოფილი მოადგილე საზღვაო ქვეითთა გენერალი ჯეიმს კარტრაიტი ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი საიდუმლო კიბერ-ოპერაციის გამჟღავნებაშია ეჭვმიტანილი.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი კომპიუტერული ვირუსის „სტაქსნეტის“ საქმეს იძიებს, რომელიც ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, სწორედ გენერალი კარტრაიტი ხელმძღვანელობდა ამ საიდუმლო ოპერაციას პრეზიდენტ ბუშის დროს, რომლის კოდური სახელი იყო „ოლიმპიური თამაშები.“
2010 წელს აღნიშნულმა კომპიუტერულმა ვირუსმა დროებით მწყობრიდან გამოიყვანა თეირანის ურანის გამდიდრების პროგრამა.
XS
SM
MD
LG