ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს თავდაცვის მდივანი სეულშია


აშშ-ს თავდაცვის მდივანი სეულშია
აშშ-ს თავდაცვის მდივანი სეულშია

ამერიკელი დიპლომატის განცხადებით ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კურტ კემბელის განცხადებით: “ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენი მიზანია სამხრეთ კორეასთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი და ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა გააგრძელონ დიალოგი ამ თემაზე.“

სეულში ოფიცილური ვიზიტით იმყოფება შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან დაწყებულ მოლაპარაკებებს სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით: “ჩრდილოეთ კორეა სერიოზული საფრთხეა. ფხენიანი მუდმივად აწყობს პროვოკაციებს, რომელიც უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოცდებს აწყობს და ახალი სარაკეტო ტექნოლოგიების დაუფლებას ცდილობს.“

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ექვსმხრივ მოლაპარაკებებში კორეელებთან ერთად ჩინეთის, იაპონიის, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ფხენიანმა 2009 წლის აპრილში უარი თქვა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე მას შემდეგ რაც წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი.

XS
SM
MD
LG