ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი ეცემა


მარტის თვეში, შეერთებული შტატების ეკონომიკას 98 ათასი სამუშაო ადგილი დაემატა, რაც ეკონომისტების ნავარაუდევზე ბევრად ნაკლებია.

ეკონომისტი ჯედ კოლკო ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილების ზრდა, რასაც იანვრის და თებერვლის უჩვეულოდ კარგმა ამინდმა შეუწყო ხელი, მარტის უამინდობამ შეანელა.

შრომის დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უმუშევრობის დონე პროცენტის ორი მეათედით შემცირდა და 4.5 პროცენტს მიაღწია. მთავრობის მონაცემებით, ეს 2007 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG