ჯესი კომბსი, ცნობილი ამერიკელი ავტომრბოლელი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ქალს უწოდებდნენ, ვარჯიშისას დაიღუპა. ის საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებისთვის ემზადებოდა.
ორეგონის შტატის ხელისუფლების წარმომადგენელბი ამბობენ, რომ 39 წლის რეკორდსმენი სპორტსმენი ალვორდის უდაბნოში, საკუთარი სპორტული ავტომობილით ვარჯიშისას დაიღუპა. ავარიის გამოწვევ მიზეზებს გამომძიებლები იკვლევენ.
კომბსმა საავტომობილო რეკორდი - 641 კმ/სთ 2013 წელს დაამყარა. ამჟამად ის 823 კმ/სთ სიჩქარის რეკორდის მოხსნას ცდილობდა, რომელიც სამბორბლიან ავტომობილზე 1976 წელს დამყარდა.
Facebook Forum