ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ბაზის ბედი კუნძულ ოკინავაზე


ამერიკული ბაზის ბედი კუნძულ ოკინავაზე

ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ იაპონიის კუნძულ ოკინავადან ამერიკული სამხედრო ბაზის გადატანის გეგმაში ცვლილებები შევა.

2006 წელს მიღწეული შეთანხმებით, განზრახული იყო საზღვაო ქვეითების ბაზა ფუტენმადან 2014 წლამდე კუნძულის ნაკლებად დასახლებულ ადგილას გადაეტანათ. ქვეითების ნაწილს კი ამერიკის კუთვნილი გუამის ტერიტორიაზე გადაისვრიდნენ.

ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, იტყობინება, რომ ვაშინგტონი ამ გეგმას ერთგულად შეასრულებს, თუმცა ცვლილებები შევა თარიღებში.

ამერიკისა და იაპონიის წარმომადგენლები ამ და სხვა საკითხებს დღეს, ვაშინგტონში განიხილავენ, როცა სახელმწფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი იაპონელ კოლეგებს უმასპინძლებენ.

XS
SM
MD
LG