ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალან ჟუპე: „პალესტინას და ისრაელს შორის სტატუსკვო მიუღებელია“


ალან ჟუპე: „პალესტინას და ისრაელს შორის სტატუსკვო მიუღებელია“
ალან ჟუპე: „პალესტინას და ისრაელს შორის სტატუსკვო მიუღებელია“

პალესტინის ლიდერის განცხადებით, ის გაეროში წევრობის გარკვეული სტატუსის მიღებას შეეცდება. თუმცა მისი მოთხოვნის წარდგენა და ამასთან ერთად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პარასკევს სიტყვით გამოსვლა ტოვებს გარკვეულ დროს უფრო მეტი დიპლომატიისთვის, რათა საერთაშორისო ოთხეულმა თავიდან აიცილოს რეგიონში კონფრონტაციის დაწყება. ოთხეული, რომელშიც შედიან გაერო, ევროკავშირი, რუსეთი და შეერთებული შტატები, ცდილობს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის დაწყებას, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება და ამავე დროს გადადებს პალესტინელთა მოთხოვნას გაეროს წევრობაზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ გუშინ ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობების საბჭოში განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული სტატუსკვო მიუღებელია.

XS
SM
MD
LG