ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის პრესმდივანი: "ისლამური სახელმწიფო" თავდაცვაზეა გადასული


ერაყის ქალაქი რამადი

სამხედრო უწყების პრეს მდივანმა განაცხადა, რომ ერაყში და სირიაში, ამერიკის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ „ისლამური სახელმწიფო“-ს სამიზნეების წინააღმდეგ განხორციელებულმა ავიადარტყმებმა, დეკემბერში დაახლოებით 2500 შეიარაღებული მებრძოლი გაანადგურა.

პოლკოვნიკმა სტივ უორენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც 2014 წლის აგვისტოში, კოალიციამ საჰაერო თავდასხმები დაიწყო, დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფო“-მ, ადრე კონტროლირებული ტერიტორიის 20 ათასი კილომეტრი დაკარგა.

უორენმა თქვა: „გვჯერა, რომ დაჯგუფება ახლა თავდაცვაზეა გადასული. ჩვენ ერთი წესი გვაქვს, თუ თქვენ „ისლამური სახელმწიფო“-ს წევრი ხართ, ჩვენ გაგანადგურებთ.“

მან თქვა, რომ კოალიციის გაძლიერებულმა თავდასხმებმა დაჯგუფების ნავთობის წარმოებაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა და დღიური 45 ათასი ბარელიდან, 34 ათას ბარელამდე შეამცირა.

გასულ კვირაში, ერაყის ჯარებმა ამერიკის საჰაერო დარტყმების და სუნიტი თემების მხარდაჭერით, „ისლამური სახელმწიფო“ ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადიდან უკუაგდეს.

უორენმა თქვა, რომ ერაყის ძალებმა, რომელმაც რამადი გაწმინდა, დახოცილი სამოქალაქო ადამიანები აღმოაჩინა, რომლებიც სიკვდილით დასჯის მსგავსად იყვნენ მოკლული, ზოგნი კი „ისლამურმა სახელმწიფო“-მ ცოცხალ ფარად გამოიყენა. მან განაცხადა, რომ ასობით სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები, ქალაქიდან ჯერ კიდევ გარბის და მათ ერაყის ძალები ეხმარება.

XS
SM
MD
LG